Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული კონკურსის გამოცხადების საკითხი

2023 წლის 21 მარტს  მედიცინის ფაკულტეტის დეკანის უფლება-მოვალეობების განხორციელების ვადამდე შეწყვეტასთან და 2023 წლის 19 ივლისს არჩევნების გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე დასრულებასთან დაკავშირებით, დღის წესრიგშია მედიცინის ფაკულტეტის დეკანის  თანამდებობის დაკავებისათვის კონკურსის განმეორებით გამოცხადების საკითხი.

თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები გამოცხადდეს: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე-2 პუნქტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 21–ე  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ფაკულტეტის დებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 24 აპრილის №40/2014 დადგენილების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭო ადგენს:

  • გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტის) დეკანის არჩევნები 2023 წლის 11 აგვისტოდან.
  • საბუთების მიღების ვადები განისაზღვროს 2023 წლის 11 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით,  (ყოველდღე 10.00 - 17.00 სთ) მედიცინის ფაკულტეტის დეკანატში, კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის N78.
  • ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2023 წლის 22 სექტემბერს 14.00-17.00 სთ.
  • დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის ვინაობა, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო  ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება.
  • განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) ორი ფოტოსურათი (3X4);

დ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია;

ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების  შესახებ;

ვ)  ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

ზ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის  შესახებ. 

  • ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები წესრიგდება ფაკულტეტის დებულებისა და „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014  წლის 24 აპრილის №40 /2014 დადგენილებით.